Friday, December 9, 2011

სურათები




სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება:
 ''პარკები'' საქართველოში და ინგლისში
2.პროექტის მთავარი იდეა:
  მოსწავლეები შეისწავლიან ინგლისის გეოგრაფიულ მდებარეობას, ინგლისის გამწვანების სისტემას.მოიძიებენ მასალებს სახელმღვანელოებიდან და ინტერნეტიდან.მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოში მდებარე პარკების შესახებ. მასალას თან დაურთავენ ფოტოებს.
3.პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას ინგლისში და საქართველოში მდებარე პარკების შესახებ.
4.პროექტის მიზნები:
   მოსწავლეებმა შეიძინონ უნარ–ჩვევები მოიძიონ ინფორმაცია ინგლისის და საქართველოს ''პარკების'' შესახებ,  შეიძინონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სამეტყველო ფუნქციები: 1.ინფორმაციის გაცვლა 2.  აღწერა/დახასიათება. 3. შეფასება. 4. დროში ორიენტირება.5.გაიუმჯობესონ ლექსიკა.  
  გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმოადგენლებთან წარმატებული კომუნკაციის უნარი;ჩამოუყალიბდეს დადებითი განწყობილება ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ და გააცნობიეროს იგი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინება, განუვითარდეს განსხვავებული კულტურული კონტექსტების და ტექსტების გაგების  უნარი.
5 მონაწილეთა ასაკი:
16–18
6.ვადები/ხანგრძლივობა: 
2 თვე
7.მოსალოდნელი შედგები:
 მოსწავლეები გაიუმჯობესებენ კითხვის და თარგმნის ფუნქციებს, გაიუმჯობესებენ ლექსიკურ მარაგს ინგლისურ  ენაში. შეიძენენ ინფომაციის მოძიების უნარ–ჩვევას,მოსწავლეს შეუძლია სიტყვების , წინადადებების გაშიფვრა–წაკითხვა, მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიური სოციოკულტურული გარემოს შედარება, მოსწავლეს გამოუმუშავდება თანაკლასელებთან და მასწავლებელთან თანამშრომლობის საწყისი ჩვევები, მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.
 ჩამოუყალიბდეს დადებითი განწყობილება ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ და გააცნობიეროს იგი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინება,  განუვითარდეს განსხვავებული კულტურული კონტექსტების და ტექსტების გაგების უნარი.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი, ფოტოაპარატი, სახელმძღვანელოები.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
თემის შერჩევის შემდეგ. ჯგუფი აირჩევს ლიდერს, რომელიც თავს მოუყრის ჯგუფის წევრების მიერ მოპოვებულ მასალას და მასწავლებელს მიაწვდის ინფორმაციას ჯგუფის მუშაობის შესახებ. მოსწავლეები მოიძიებენ მასალას ინტერნეტიდან, გადაუღებენ ფოტოებს საქართველოში მდებარე ''პარკებს'', წაიკითხავენ ლიტერატურას ინგლისში მდებარე ''პარკების'' შესახებ.მოპოვებული მასალები განთავსება ბლოგზე.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ინგლისური, გეოგრაფია.
11.პროექტის ხელმძღვანელი: მაია ბექაური
12. ხელძღვანელის ელ.ფოსტა:maikobeqauri@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: maiabekauri77.blogspot.com